რამდენიც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი მაინც საუკეთესოდ მორთულია – კახა კალაძე

0
314

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე დადგეს და დედაქალაქი ლამაზადაა მორთული.

კალაძის თქმით, ოპოზიციისგან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა მათი მხრიდან ახალი წლის პოლიტიზება მაინც გაუკვირდა.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, თუ ახალი წელიც პოლიტიზირებული იქნებოდა მათი მხრიდან, ჩემი მოწოდებების მიუხედავად, რომ პოლიტიკა ცოტა ხნით გვერდით გადაედოთ და გაერთონ, დატკბნენ გალამაზებული ქალაქით, როგორც არის საახალწლოდ მოწყობილი.

მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, ევროპაში საუკეთესო განათება იყოს დღეს დედაქალაქში თავისი სილამაზით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, რომ დედაქალაქის მოსახლეობაა კმაყოფილი ჩვენი საახალწლო განათებებით. მინდა, ყველა მოვიწვიო. დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და საუკეთესო განათება გვაქვს. რამდენადაც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული ქალაქი“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.