გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა არ სურს

0
225

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ.

„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამ ეტაპზე არ განვიხილავ, არ მაქვს ასეთი ინტერესი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემ გეგმებში არ შედის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ასე რომ, უარვყოფ ამ ინფორმაციას“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

მიქაუტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ცალკე პროცედურაა და მისი აზრით, მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე.