ჩაქვში მომხდარი ავარიის გამო, ბათუმში მთავარი ნაძვის ხე დღეს აღარ აინთება

0
281

დღეს, ჩაქვში მომხდარი ავარიის გამო, რომელსაც 5 სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბათუმში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება, მათ შორის ბათუმის მთავარი ნაძვის ხეც აღარ აინთება.

„დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.

აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი ინფორმაციით, წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

რამდენიმე საათის წინ, ჩაქვში მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზარელი ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, ხუთი მოსწავლე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები იყვნენ, 50 მეტრის სიმაღლიდან ხრამში ჩავარდა.