აშშ-ის კონგრესში თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვა მიმდინარეობს

0
246

აშშ-ის კონგრესში თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე დონალდ ტრამპის მიერ საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას – კონკრეტულად კი უკრაინის პრეზიდენტის შესაძლო იძულებას ეხება.

ტრამპი ვლადიმერ ზელენსკისგან მისი შესაძლო საარჩევნო მეტოქის, ჯო ბაიდენის იმიჯის შელახვისთვის ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის საქმიანობის გამოძიებას ითხოვდა, რაც კონგრესმენთა ნაწილის აზრით კანონდარღვევაა და პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სათანადო წინაპირობას წარმოადგენს.