ფილიპინებზე ტაიფუნმა ათასობით სახლი გაანადგურა

0
232

ტაიფუნმა „ფანფონმა“ ფილიპინებზე ათასობით სახლი გაანადგურა. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის გამო 16 ათასმა ადამიანმა შობის ღამე დროებით თავშესაფრებში გაატარა. ევაკუირებულთა რაოდენობა 4 ათასს აღემატება.

ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა მაშველებმა იზოლირებულ რეგიონებამდე ჯერჯერობით ვერ მიუღწევიათ.