ჩაქვთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

0
214

 

ჩაქვთან, სოფელ ხალაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.