ქართული დესანტი: სააკაშვილის თანამებრძოლი პორტსა და ენერგეტიკაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

0
3196

ხერსონის პორტის დამდეგ კონცესიასთან დაკავშირებით, 368. მედიას რედაქციამ გადაწყვიტა დაწვრილებით გაცნობოდა ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილის, ქართველი ოლიგარქის დავით ბეჟუაშვილის ბიოგრაფიას, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მაღალჩინოსნის, გელა ბეჟუაშვილის ძმაა. ეს პიროვნება, რომელიც ოდესღაც კიევში სააკაშვილთან ერთად სწავლობდა, მისი მმართველობისას უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.

ხერსონის პორტის კონცესიაში მონაწილეობას საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიების ინვესტორები იღებენ.

დავით ბეჟუაშვილი – ჰოლდინგის, Georgian industrial Group-ის მფლობელია. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედიან international Energy Corporation,რომელიც ქართულ თბოელექტრო სადგურებს აკონტროლებს, დაკავებულია აირის ტრეიდინგით და ელექტროენერგიის გენერაციით; დეველოპერული კომპანია Tiflis Citi, NeoGaz-ის ავტოგასამართი სადგურები, ქუთაისის ავტოქარხანა, სკანდალურად ცნობილი კომპანია Saknakhshiri GIG Group -ი და სხვა ისეთი საწარმოები, როგორებიცაა „ფერო“, „ჭიათურმარგანეცი“, „კასპიცემენტი“, „რუსთავცემენტი“, ასევე მედიააქტივები – მზე”, „რუსთავი-2“ და „პირველი სტერეო“.

საკუთარი მასშტაბური აქტივების უმეტესობა, მაგალითად, ტყიბულის ქვანახშირის საბადო და ქუთაისის ავტოქარხანა ბეჟუაშვილმა, სააკაშვილის პრეზიდენტობს დროს შეიძინა.

ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, პარლამენტის იმდროინდელი წევრის, ბეჟუაშვილის მიმართ, პროკურატურას ქონდა პრეტენზიები 1,4მილიონი ლარის გადასახადისგან თავის არიდების თაობაზე. მას სადეპუტატო იმუნიტეტი არ მოუხსნეს, ხოლო სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ბეჟუაშვილის აქტივები გაათმაგდა.

ბეჟუაშვილი ფიგურირებდა თბილსრესის გაკოტრების და მისი მუქთად გაყიდვის საქმეში. მას ბრალდებოდა ჭიათურმარგანეცის, ტყიბულის ქვანახშირის საბადოსა და ქუთაისის ავტოქარხნის მისაკუთრება. ეს უკანასკნელი, სააკაშვილმა ბჟუაშვილს რამდენიმე ათას დოლარად მიყიდა, მაშინ, როდესაც საამქროებში არსებული მხოლოდ მეტალის ფასი 100 მილიონი ლარი იყო. ამასთანავე, ავტოქარხნის ტერიტორია ინდუსტრიულ ზონად გამოცხადდა და მასზე შეღავათიანი საგადასახდო რეჟიმი გავრცელდა. ამას გარდა, ძმებ ბეჟუაშვილებს ბრალდებათ აფეთქებები ქვანახშირის მაღაროებში. ტყიბულში საბადოდან ხდება მეთანის გაჟონვა. USAID- მა ტექნოლოგიური უსაფრთხოების მექანიზმის დასანერგად გამოყო 450000 აშშ დოლარი, რის მუხედავადაც 2010 წელს მოხდა აირის აფეთქება, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის მიზეზად იქცა USAID-ის მიერ გამოყოფილი თანხის მითვისება ბეჟუაშვილების მიერ, რის გამოც არ მოხდა მაღაროების გაუვნებელყოფა.

სააკაშვილის მმართველობის დროს, ბეჟუაშვილის ბიზნესისთვის საგანგებოდ იქმნებოდა კანონები. კერძოდ, მას გადაეცა „კასპიცემენტის“ თანამშრომელთა კუთვნილი აქციები, რაც შესაძლებელი გახდა კანონში „სამეწარმეო საქმიანობის“ შესახებ შესწორებათა შეტანის მეოხებით. საწარმოს კოლექტივს უბრალოდ წაართვეს აქციები და ისინი ბეჟუაშვილს გადასცეს. სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტი“ უეცრად შპს-დ გადაიქცა, რომელსაც სათავეში ბეჟუაშვილის მამა, რობერტი ჩაუყენეს. საბოლოო ანგარიშით, საწარმო მთლიანად გადაიტანეს სომხეთში და ამ ბრენდით დაიწყეს სოხური ცემენტის წარმოება, რომელიც საქართველოში შემოჰქონდათ. ამის კვალდაკვალ, მთელი რიგი ქართული საწარმოები, მაგალითად „წიდა“ და ღვინის კომპანია „ბადაგონი“ ბეჟუაშვილს ბრალს დებენ
ამ საწარმოთა მიტაცების მცდელობაში.

ბეჟუაშვილმა უკრაინაში მუშაობა სააკაშვილის გუნდის მოსვლის შემდგომ დაიწყო. კერძოდ, მან კვიპროსული ოფშორის Luraq Investment Limeited -ის მეშვეობით შეიძინა ს/ს „ინდარ“-ის აქციათა თითქმის 30%, დანარჩენი 70%-ის მფლობელად კი სახელმწიფო ითვლება „უკრმედმრეწვის“ სახით. 2017 წელს, ხსენებული საწარმო გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული საქმის ფიგურანტი. საქმე ეხებოდა 490 მილიონი გრივნის მითვისებასა და გათეთრებას, საწარმოსათვის საჭირო ნედლეულის მომატებული ფასებით შეძენის გზით. საქმეში ასევე ფიგურირებდნენ შპს „მბბ ინსტრუმენტსი“, ფირმა „რიდნი“, „რიდნ ინჟინერინგი“, რომელიც „ინდარის“ გამგეობის მმართველის, ლიუბოვ ვიშნევსკაიას სახელს უკავშირდება. მასთან კავშირში აღმოჩნდა პირადად ბეჟუაშვილიც. მისი ფირმა, შპს „უკრაინის ენერგეტიკული კომპანია“, რომელიც უწინ სხვა სახელს ატარებდა, ეკუთვნოდა ლ. ვიშნევსკაიას მამას, ვიქტორ ვიშნევსკის.

ბეჟუაშვილის ფირმა „Saknakhshiri GEG Group“-ი გაეხვა სკანდალში „ცენტრენერგოსთვის“, უკრაინის მიერ არაკონტროლირებადი დონბასის ტერიტორიიდან ქვანახშირის მიწოდების საქმეში. 2017წლის გაზაფხულზე,როდესაც უკრაინის ქვანახშირის დარგი საკუთარ თავზე მოირგო ბიზნესმენმა კროპიჩევმა, ბეჟუაშვილის ფირმამ შეძლო „ცენტრენერგოს“ ტენდერის მოგება, რაც თბოენერგოსადგურებისთვის, 1,8 მილიარდი გრივნის ღირებულების 700 ათასი ტონა ნახშირ-ანტრაციტის მიწოდებას ითვალისწინებდა. ოფიციალურად, მიწოდებული უნდა ყოფილიყო ქართული წარმოების ქვანახშირი მაგრამ ბეჟუაშვილის ფირმის მიერ, ტყიბულის ქვანახშირის საბადოდან ხდება მხოლოდ სააირე მარკის ქვანახაშირის მოპოვება. საკუთარი წარმოების ანტრაციტი ბეჟუაშვილის Saknakhshiri GEG Group-ს არ გააჩნია, თუმცა ის კავშირში აღმოჩნდა ვირგინის ოფშორ Bremer International Limited-თან, რომელიც რუსეთის ტერიტორიის გავლით, უკრაინაში ქვანახშირ ანტრაციტის შეტანას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საბადოებიდან ახდენდა.
ევროპელ კრედიტორებთან სკანდალის შემდეგ, პრეზიდენტ პოროშენკოს გარემოცვამ გააუქმა შეთანხმება, რასაც ბეჟუაშვილის Georgian Industrial Gruop-ისთვის ხელი არ შეუშლია კროპაჩოვთან ერთად მონაწილეობა მიეღო „ცენტრენერგოს“ პრივატიზების კონკურსში, რომელიც შემდეგ გაუქმდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბეჟუაშვილის უკრაინული ბიზნესის ყოფილი მფარველის და ლობისტის, კროპაჩოვის პოზიციები საგრძნობლად შეირყა, ბეჟუაშვილი მაინც ესწრაფის ბიზნესის გაფართოებას. ვიქტორ ვოშნევსკის ყოფილი შპს-ს 30%-იანი წილის გარდა, მან ოფშორ Luraq Invistments Limited-ის მეშვეობით შეძლო შპს „უკრაინის ენერგეტიკული გადაწყვეტილებები-2018“-ის საწესდებო კაპიტალის 70%-ის შესყიდვა.

2019 წელს ოლიგარქმა, იმავე ოფშორში დაარეგისტრირა 2 შპს – „ხერსონ ნავთობი და გაზი“ და „პეტრო ოილ ენდ კონიკალსი“, რომელიც დოკუმენტაციის თანახმად ახორციელებს სავაჭრო საქმიანობას, ტვირთების გადაზიდვას, ნავთობპროდუქტების მოპოვება-გადამუშავებას და სხვა სახის საქმიანობას. ფირმამ მონაწილეობა მიიღო ხერსონის ნავთობგადამქაჩი კომპლექსის შემსყიდველ აუქციონში, რასაც იგივე კროპაჩოვი ლობირებდა. თუმცა ამ შემთხვევაში გამარჯვება ლვოვის კომპანია „ვერუნა ვესტმა“ მოიპოვა.

საინტერესოა ისიც, რომ ბეჟუაშვილის ამ ბიზნესპროექტებს პარტნიორობდა საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენეალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია, რომელიც საქართველოში 40 მილიონი აშშ დოლარის მაქინაციაშია ეჭვმიტანილი. ეზუგბაია, რომელიც უკრაინაში სააკაშვილმა იხმო, ბეჟუაშვილის ბოლო ორ საწარმოსაც თავკაცობს. იგივე პირი ოდესაში საიდუმლოდ კურირებდა საბაჟოს ყოფილ შეფს, იულია მარშევსკაიას. ეზუგბაია სააკაშვილს შუამავლობდა უკრაინულ ბიზნესთან საკითხების მოგვარებაში,კერძოდ კი ოდესელ ოლიგარქ ბორის კაუფმანთან ურთიერთობდა.

ბეჟუაშვილმა გადაწყვიტა განზე არ დარჩეს და მონაწილეობა მიიღოს ხერსონის პორტის მოსალოდნელ კონცესიაში, შპს „პეტრო ოილ ენდ კომიკალს“-ის მეშვეობით. იგი შევიდა 2019 წლის ნოემბერში დაარსებული შპს „რისოილ ხერსონის“ დამფუძნებელთა ნუსხაში, მიიღო რა ფირმის საწესდებო კაპიტალის 60%-იანი წილი. დანარჩენი 40% ეკუთვნის შვეიცარიულ ბიზნესჯგუფს, სახელწოდებით Risoil S.A.

დგას თუ არა ყოველივეს უკან სკანდალური ბიზნესმენი კროპაჩოვი, რედაქციას ამის გარკვევა უახლოეს მომავალში
მოუწევს.

ანდრეი ვიშინსკი
19.12.2019 წელი

 

წყარო: https://368.media/2019/12/19/gruzinskij-desant-pytaetsya-vzyat-pod-kontrol-porty-i-energetiku/