გიორგი რურუამ დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა – პროკურატურა

0
223

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას მიმართ პროკურატურა ბრალდებას აზუსტებს.

კერძოდ, რურუას ბრალს დაემატება ახალი მუხლი, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს ( სსკ 381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

ბრალდების მხარის ინფორმაციით, გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ს და ხელის კვლების ნიმუშის აღებაზე. ბრალის დაზუსტების პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებიან.