უცნობი ჯარისკაცის საფლავი მეფეთა საძვალეში

0
22

1916 წელს, როდესაც ერთერთი კაპელანი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, „ბრიტანელი უცნობი
ჯარისკაცის“ იმპროვიზებულ საფლავს გადააწყდა.

ინგლისში დაბრუნების შემდეგ, კაპელანმა წერილით მიმართა ვეტმინსტერის სააბატოს მეთაურს, რომელშიც იგი უცნობი ბრირანელი ჯარისკაცის სააბატოს ტერიტორიაზე, მეფეთა შორის დაკრძალვის ინიციატივას ახმოვანებდა. უკლებლივ ყველა მაღალმა ჩინმა მოიწონა კაპელანისეული იდეა. 1920 წელს არმიული კონტიგენტი მიავლინეს
საფრანგეთში, სადაც პირველი მსოფლიო ომისდროინდელი გააფთრებული ბრძოლების დროს დაღუპული ბრიტანელი მეომრების ოთხი მასობრივი სამარხიდან თითო გვამი ამოასვენეს. გადასვენებულ ჯარისკაცთა შორის არჩევანი ბრმად გაკეთდა. სათანადოდ, ოთხი მებრძოლიდან ერთ-ერთი ლინკორების ესკორტის თანხლებით, სრული სამხედრო პატივით გადაასვენეს დიდ ბრიტანეთში. ამ ცერემონიის შემდგომ, უცნობი მეომარი სააბატოს შესასვლელში, მეფეთა განსასვენებელში დაკრძალეს.

ფოტოზე სწორად უცნობი გმირის საფლავია აღბეჭდილი. აღმოჩნდა, რომ რიგითი მებრძოლი სიკვდილმა მეფეებს გაუთანაბრა.

 

მომზადდა „საიდუმლო ისტორიის“ პუბლიკაციის მიხედვით.