ჰიტლერიუგენდიდან რომის პაპობამდე

0
36

რომის პაპის, ბენედიქტ მეთექვსმეტის ერისკაცობისდროინდელი სახელი იოზიფ ალოიზ რატცინგერია. 1941 წელს, როდესაც მომავალ პონტიფიკოსს 14 წელი შეუსრულდა, ჰიტლერიუგენდის („ახალგაზრდა ჰიტლერელები“ – ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. გაწევრიანებული იყო 8.7 მილიონი ადამიანი, რომელთა 98 %-ს შეადგენდნენ გერმანელები) რიგებში გაიწვიეს, რადგანაც მისი ასაკის ყმაწვილებისთვის ორგანიზაციის წევრობა სავალდებულო იყო.

იოზეფი, ახალგაზრდა ნაცისტების შეკრებებს უხალისოდ ესწრებოდა, ხშირ შემთხვევაში კი სხდომებს აცდენდა. მისივე ასაკის ბიძაშვილი, რომელიც დაუნის სინდრომით იყო დაავადებული, 1941 წელს ნაცისტურმა რეჟიმმა მოკლა, ევგენიკის ნაცისტური კამპანიის ფარგლებში.

1943 წელს, როდესაც იოზეფი ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, გერმანულ საზენიტო კორპუსში გაიწვიეს. სამოკავშირეო ჯარების გერმანიაში გამოჩენის შემდეგ,
ყმაწვილი ამერიკელებს ჩაბარდა.

როგორც ყოფილი გერმანელი ჯარისკაცი მოხდა მისი სამხედრო ტყვეთა ბანაკში ინტერნირება, თუმცა ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე იგი გაათავისუფლეს.

ამ ამბებიდან ექვსი წლის თავზე იოზეფ რატცინგერმა მღვდლის სანი მიიღო, 2005 წელს კი ყოფილი ჰიტლერიუგენდელი ყმაწვილი რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი -პაპი გახდა.

 

მომზადდა „საიდუმლო ისტორიის“ პუბლიკაციის მიხედვით.