ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა

0
237

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

წირვას კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრესთან და სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა.