ღმერთს ყველა უყვარს, ყველაზე უარესებიც კი – რომის პაპი

0
257

დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით რომის პაპმა მესა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლინა.

„ღმერთს ყველა ვუყვარვართ, ყველაზე უარესებიც კი“- ასე მიმართა ქადაგებისას პონტიფექსმა მრევლს.

„შეიძლება მცდარი იდეები გქონდეთ, მაგრამ ღმერთს მაინც უყვარხართ. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ღმერთი კარგად გვექცევა ჩვენი კარგი საქციელის გამო და ცუდის გამო გვსჯის, ასე არ არის. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რაც არ უნდა არასწორი მოხდეს თუნდაც ეკლესიაში, გახსოვდეთ, რომ ღმერთს უყვარხართ და შეცდომები არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ღმერთს სიყვარულზე უარი უთხრა“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

რომის პაპის საშობაო მესას ათასობით კათოლიკე მორწმუნე დაესწრო.