ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს

0
209

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოშიც.

საშობაო მსახურება მიმდინარეობს ბათუმში, პროტესტანტულ და კათოლიკურ ტაძრებში, ასევე შობის დადგომას აღნიშნავენ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაშიც.

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.