მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები დასახელდა

0
252

ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა და სომელიემ ელინ მაკკოიმ 2019 წლის საუკეთესო ღვინოები დაასახელა. სრული სია Bloomberg-მა გამოაქვეყნა.

ესპერტმა წლის განმავლობაში 4000-ზე მეტი წითელი, თეთრი და შუშხუნა ღვინო დააგემოვნა. მაკკოიმ საუკეთესო ღვინოდ 2015 წლის ესპანური Domaines Lupier La Dama დაასახელა. 1 ბოთლის ღირებულება 42 დოლარია.

სიაში მომდევნო ადგილს 2014 წლის შუშხუნა Grace Blanc de Blancs Extra Brut-ი იკავებს, რომელიც სომელიემ იაპონიაში გასინჯა და 65 დოლარი ღირს. 

მესამე ადგილზე 2011 წლის ავსტრიული Tement Sudsteiermark Sauvignon Blanc Ried Zieregg-ი მოხვდა. 1 ბოთლი 71 დოლარი ღირს.

ხუთეულში ასევე მოხვდა 2017 წლის Kistler Vineyard (160 დოლარი) და 2011 წლის Joseph Drouhin Montrachet Marquis de Laguiche. ამ ღვინის 1 ბოთლი 700 დოლარი ღირს.