ოდესის პორტში აშშ-ის სარაკეტო გემი შევიდა

0
235

ოდესის პორტში აშშ-ის სარაკეტო ესმინეცი USS Ross DDG71 შევიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს შავ ზღაში ნატოს სამხედრო გემები 30-ჯერ შევიდნენ, მათგან 15-ჯერ ოდესის პორტში.

როგორც მანამდე აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდლობაში განაცხადეს, ესმინეცმა ბოსფორი გამოიარა და შავი ზღვისკენ მიემართება, რომ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში ჩაერთოს.

2016 წელს USS Ross, აშშ-ის სადესანტო გემთან ერთად, საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობდა და ოდესაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.