თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას – ვოლსკი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესახებ

0
236

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღების იდეა არ მოსწონს, აქვს პასუხისმგებლობაც, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს დაპირისპირება, რომელიც კანონს გასცდება.

„მე, პირადად არ მომწონს, თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას, როგორც პიროვნება, მაგრამ პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს ისეთი ჯახი, რომელიც კანონს გადააბიჯებს“,- აცხადებს გია ვოლსკი.