ავღანეთში გასული 24 საათის განმავლობაში, 100-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა

0
290

გასული დღე-ღამის განმავლობაში ავღანეთში 100-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა,-ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრი ავრცელებს.

“გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის 15 პროვინციაში 18 დაგეგმილი ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც 109 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, 45 დაიჭრა და ხუთი ადამიანი დააპატიმრეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

დეკემბრის დასაწყისში ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალე შესაძლოა, ავღანეთიდან დაახლოებით 4000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიყვანოს.

ამჟამად ავღანეთში 12-13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, რომელთაგან 5 ათასი ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს . ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება სამხედროების გაყვანა, მაგრამ ამ პროცესს სავარაუდოდ “ორი თვე დასჭირდება” და დაახლოებით 8-9 ათასი ჯარისკაცი ავღანეთში დარჩება.