ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

0
265

 

ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვია.

შემთხვევა სოფელ მუხაესტატეს გზაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.