დავით გარეჯის საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებით უნდა გადაწყდეს – ზალკალიანი

0
213

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგ სხდომასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, თარიღებთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმება არ მიღწეულა.

ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

„იცით თქვენ, რომ კომისიის მუშაობები აღდგენილია. ჩატარდა კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა, ასევე ჩამოვიდნენ ექსპერტები, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა. ვამზადებთ მეორე სამუშაო შეხვედრას. რა თქმა უნდა, შეთანხმდება, თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში.

ეს საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტის დროსაც განიხილებოდა. უმაღლეს დონეზე იცით თქვენ შედეგიც, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ, და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, სწორედ სტატუსკვოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ. ბუნებრივია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები გაგვიგებენ, რაზეც ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ორმხრივ ურთიერთობაში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.