„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

0
240

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარტიამ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართა:

„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად გასაჩივრდება. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, პოლიტიკური დევნა და უპრეცედენტო შემთხვევა, რაც პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო აქტი,“- განუცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილა და დაამტკიცა.

პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა.