ბადრი ბასიშვილმა პარლამენტში ნიკა მელია ჩაანაცვლა

0
400

საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა, კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭვარიანმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილა და დაამტკიცა.

ბადრი ბასიშვილი საქართველოს მე-7 მოწვევის (2008-2012) პარლამენტის წევრი, მანამდე კი ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (2006-2008) იყო. 2004 წელს ის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელწიფო რწმუნებულის აპარატში ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩევლად მუშაობდა.

პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. საკითხს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.