„კანონიერ ქურდ“ კახა შუშანაშვილს საფრანგეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

0
260

 

საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სასამართლომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კახა შუშანაშვილი („კახა რუსთავსკი“) 2010 წელს ე.წ. კანონიერი ქურდის ვლადიმერ ჯანაშიას („ლადო“) მკვლელობის შეკვეთაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

47 წლის შუშანაშვილი ამჟამად სასჯელს ესპანეთის ციხეში იხდის, სადაც მას 2016 წლის მარტში 15 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, 2018 წლის ივნისში საფრანგეთის ქალაქ ნანსის სასამართლომ მას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შუშანაშვილთან ერთად ექს-ან-პროვანსის სასამართლოს წინაშე კიდევ სამი ქართველი, მიხეილ ციკულიძე, მინდია კოზანაევი და ზურაბ ნადირაშვილი წარდგნენ. ციკულიძეს 7 წლით, კოზანაევს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება ნადირაშვილს, ის ყალბი საბუთების ფლობაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.