გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით – დავით ნარმანია

0
245

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გაზის ტარიფის ზრდას არ ელოდებიან.

ჩვენ უკვე განვიხილეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებები. სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც გვაქვს დაანგარიშებული. ამჟამად მიმდინარეობს მისაწოდებელი ფასის დადგენა, რომლის საფუძველზეც შემდეგ უკვე უახლოეს დღეებში დავადგენთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით – განაცხადა ნარმანიამ.

„თბილისი ენერჯის“ ახალი ტარიფი 25 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს, „სოკარ ჯორჯიას“ და „საქორგგაზის“ კი 27 დეკემბერს.