ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მივიდა

0
209

 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი2”-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ნიკა გვარამიას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.

ნიკა გვარამიას გამოძიება “რუსთავი 2-ის” კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას ედავება.

ამავე საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა “რუსთავი 2-ის” ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედია პლიუსის” დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.