უკრაინაში აზარტული თამაშები იკრძალება

0
238

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ის აზარტული დაწესებულებები, რომლებიც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით ფუნქციონირებენ, მუშაობას წყვეტენ.

ქვეყნის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე გამოსცა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მინისტრებმა ერთობლივი კენჭისყრის გზით მიიღეს.

ქვეყანაში ჯამში 150 აზარტული დაწესებულება დაიხურა.

განხორციელდა დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ექვივალენტის აღჭურვილობების კონფისკაცია.

უკრაინის შსს-ს ცნობით ზარტული თამაშების დაწესებულებები დროებით დაიხურა.

უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს და სწორედ რადას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გააგრძელებენ თუ არა ისინი ფუნქციონირებას.