ერდოღანი 80 000 მიგრანტის თურქეთში შემოსვლაზე -ჩვენ ამხელა ტვირთს ვეღარ გავუმკლავდებით

0
198

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციიდან თურქეთის საზღვრებისკენ 80 000-ზე მეტი მიგრანტი მოემართება.

„თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით საბერძნეთი“,- განაცხადა ერდოღანმა -აღნიშნა მან ამ ფაქტზე.

მისივე თქმით, თურქეთი, რუსეთთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ იდლიბის დაბომბვები შეწყდეს და ამ მიზნით, თურქული დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის გაემართება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაერო-მ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების ინტენსიური საჰაერო დატყმების შედეგად, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იდლიბის პროვინციას ტოვებდა და ცდილობდა თავი თურქეთისთვის შეეფარებინა.