ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

0
285

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე – ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხე – ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა მოსთხოვა და გამოართვა.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,”-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.