ცნობილი ფრანგი დიზაინერი ემანუელ უნგარო გარდაიცვალა

0
200

ცნობილი ფრანგი დიზაინერი ემანუელ უნგარო 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბოლო 2 წლის განმავლობაში უნგარო დაავადებას ებრძოდა. დიზაინერის კარიერა უნგარომ 1950-იან წლებში დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში კრისტობალ ბალენსიაგას ატელიეში ასისტენტად მუშაობდა.

თავისი მოდის სახლი უნგარომ 1965 წელს დააფუძნა და პოპულარობა პრინტებიანი ტანსაცმლის შექმნით, 1970-1980-იან წლებში მოიპოვა. მის კლიენტებს შორის აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ჟაკლინ კენედი და ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი იყვნენ.

1990-იან წლებში უნგაროს კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი იტალიურმა ბრენდმა Salvatore Ferragamo-მ იყიდა. უნგარომ მოდელიერის კარიერა 2005 წელს დაასრულა.