მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ – ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული

0
238

არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, შელაპარაკება სუფრაზე მოხდა.

ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი. მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ. არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი სოლოღაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.