ფეიკნიუსების მთავარი იდეოლოგები „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები არიან – კალაძე

0
320

„ფეიკნიუსების მთავარ იდეოლოგებად „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობას“ და მის განშტოებებს მიიჩნევს.

კალაძის განცხადებით, ამ საკითხის დასარეგულირებლად შესაძლებელია, ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ.

„საერთოდ არ ვიცი, რა ექაუნთებზეა საუბარი, არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრი, ვისაც გული შესტკივა ჩვენ ქვეყანაზე და ჩვენ ქალაქზე. ყოველდღიური შეხვედრა მაქვს დედაქალაქის მოსახლეობასთან და აი, ეს არის მთავარი“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

Facebook-მა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ. ინფორმაცია თავად სოციალურმა ქსელმა 20 დეკემბერს გაავრცელა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ჯგუფთან, რომელზეც Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, „ქართულ ოცნებას“ ურთიერთობა არ აქვს.