თვითნასწავლი ხელოვანი ელენე ლუხუტაშვილი გარდაიცვალა

0
263

თელავის საპატიო მოქალაქე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი, თვითნასწავლი ხელოვანი, ელენე კრასინსკსიალუხუტაშვილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარტოხელა ხელოვანის შემოქმედება სრულიად განსხვავებული იყო. ის ნახატებს მინის, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ფერადი ქვებით, ცემენტისა და ქვიშის გამოყენებით ქმნიდა. ცნობილ ხელოვანს პროფესიული განათლება არ ჰქონდა. უჩვეულო ნახატებს ის ესკიზისა და საღებავების გამოყენების გარეშე ქმნიდა.

შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე, ელენე ლუხუტაშვილმა 500-მდე ნამუშევარი შექმნა, რომლებიც საქართველოს გარდა, პარიზში, პეტერბურგსა და მოსკოვში იყო გამოფენილი.