2019 წლის ბოლოს დედამიწის მოსახლეობა 7.75 მილიარდს მიაღწევს

0
221

2020 წლის 1 იანვარს დედამიწაზე 7.75 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. ამის შესახებ Deutsche Welle გერმანული ფონდის „დედამიწის მოსახლეობა“ (DSW) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2019 წლის 1 იანვართან შედარებით, მსოფლიოს მოსახლეობა 83 მილიონით გაიზარდა. ზრდის სისწრაფემ წუთში 156 ადამიანი შეადგინა და ასეთი ტემპებით, 4 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს.

ფონდის პროგნოზის თანახმად, მომდევნო 20 წლის განმავლობაში აფრიკის მოსახლეობა ორჯერ გაიზარდება. აფრიკელი ქალები საშუალოდ 4.4 ბავშვს აჩენენ, მაშინ როცა დანარჩენ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 2.4-ს შეადგენს.

ამ თემაზე მოხსენება გაერომ ივნისში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის დედამიწაზე 9.7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.