ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

0
280

ბათუმში პატრულ-ინსპექტორის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გ.ჭ-ს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობასა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„საქმესთან დაკავშირებით აღიარება არ მაქვს, ვფიქრობ, მუხლი მძიმეა და არ შეესაბამება უავდო პატიმრობას“, – განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.

დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დამნაშავე ადგილზე 18 დეკემბერს დააკავა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პოლიციის ეკიპაჟი მოქალაქემ თავად გააჩერა და ცივი იარაღით პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაჭრა ჩხუბის დროს გაშველებას მოჰყვა, მეორე ვერსიით კი თავდამსხმელი საგზაო წესებს არღვევდა და ის პატრულმა გააჩერა.