დონალდ ტრამპმა რუსულ გაზსადენს სანქციები დაუწესა

0
221

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსულ გაზსადენს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ბისისის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად სანქციები უწესდება ყველა კომპანიას, რომლებიც პროექტში – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მონაწილეობენ. აკრძალვითი ზომები შესულია აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში, რომელიც ხელის მოწერის შემდეგ ძალაში შევიდა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სანქციები ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის არის მიღებული.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შიშობს, რომ რუსული გაზსადენით ევროპა რუსეთზე დამოკიდებული გახდება. როგორც ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილმა გაზსადენმა შესაძლოა, ევროპა „რუსეთის ტყვედ“ აქციოს.

აშშ-ის მხრიდან გაზსადენზე სანქციების დაწესებას რუსეთი და ევროპა ეწინააღმდეგებიან. გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა,  ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ პროექტის წინააღმდეგ ექსტრატერიტორიული სანქციების წინააღმდეგია.