ერეკლე კუხიანიძეს თანამდებობა დაატოვებინეს

0
223

თბილისის საკრებულომ, კენჭისყრის შედეგად, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა. მიზეზად, კუხიანიძის ის განცხადება სახელდება, რომელიც მან, ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

კუხიანიძეს ასევე საკრებულოს უმრავლესობამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა ოფიციალურად 18 დეკემბერს დაატროვებინა.

„გუშინწინ ღამით, შეიკრიბა ფრაქციის სხდომა, მიიღეს გადაწყვეტილება ერეკლე კუხიანიძის ფრაქციიდან გაწვევის და თანამდებობიდან გადაყენების. დღეს ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე აღსრულდა. რაც შეეხება მანდატის დატოვებას, ამის კანონისმიერი ბერკეტები ამ საკრებულოში არავის არ აქვს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილების საკითხი. როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. ეს მისი მორალური გადაწყვეტილების საკითხია. ოპოზიცია ხშირად საუბრობს ბევრ საკითხზე, სამართლებრივ გზას თუ იპოვიან, აგერ არის ბურთი, აგერ არის მოედანი, აგერ არის ერეკლე, აგერ არიან თვითონ და შეუძლიათ, ეს სამართლებრივი პროცესი წამოიწყონ,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.