საპატრიარქოში აზარტული თამაშების ნეგატიურ გავლენაზე შეხვედრა იმართება

0
229

საქართველოს საპატრიარქოს და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, საპატრიარქოში მრგვალი მაგიდა თემაზე „ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ მოეწყობა.

დისკუსიაში მონაწილეები საქართველოში აზარტული თამაშების ნეგატიურ გავლენაზე იმსჯელებნ, რომელიც „პირდაპირ კავშირშია დღეს არსებულ ახალგაზრდებში სუიციდის ფაქტების მკვეთრად ზრდად სტატისტიკასთან“. შეხვედრაში მინაწილეები გაანალიზებენ ამ მიმართულებით დღემდე, სახელმწიფოსა და არასამთავრებო სექტორის მიერ განხირციელებულ ღონისძიებების ეფექტურობას და იმსჯელებენ სამომავლო გეგემბზე.

დისკუსიაში მონაწილეობისთვის მიწვეულები არიან, განათლების სამინისტროს, თბილისის საპატრულო პოლიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და ასევე ფსიქოლოგები.