112-ის მომსახურების ტარიფი 50 თეთრამდე გაიზრდება

0
206

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის მომსახურების საფასური 20- დან 50 თეთრამდე გაიზარდა. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ერთნაირი იქნება. საფასურის გადახდისგან მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირები გათავისუფლდებიან.

მოქალაქეები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის საფასურს 2012 წლის პირველი იანვრიდან ავტომატურად, იმ შემთხვევაში იხდიან თუ პირი თვის განმავლობაში, მობილური ბალანსიდან 5 ლარზე მეტს დახარჯავდა.