მოსკოვში 60 მდე ობიექტიდან 15 ათას ადამიანამდეა ევაკუირებული

0
271

რუსეთის დედაქალაქში 60-მდე ობიექტში, მათ შორის 46 სკოლაში, მასობრივი ევაკუაცია ერთდროულად გამოცხადდა. ჯამში 15 ათას ადამიანამდე შენობებიდან ნაღმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გაიყვანეს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვში აფეთქების შესახებ მუქარა 46 სკოლამ, 7 სასამართლომ, 6 საბავშვო ბაღმა, ერთმა სამედიცინო დაწესებულებამ და ერთმა ადმინისტრაციულმა შენობამ მიიღო .

შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობები ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.