არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს – გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

0
214

„არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, რომ საქართველოში ბოგინებდნენ ის ფეოდალები, რომლებსაც მაჟორიტარებს ეძახიან“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.

„არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს. იქნება რაღაც ისეთი, რომ საერთაშორისო მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულებად და შეინარჩუნონ ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა, რაც შეუძლებელია. ჩვენ ამაზე არ დავთანხმდებით.

თუ ჩვენ არ მოვნახეთ ჩავატაროთ ნორმალური, სტანდარტების შესაბამისი არჩევნები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია. ყველა გვიყურებს სკეპტიკურად.

ჩვენ კომპრომისულად თანახმა ვართ გერმანულ მოდელზე და მოდიფიცირებულ მოდელზე. არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, რომ საქართველოში ბოგინებდნენ ის ფეოდალები, რომლებსაც მაჟორიტარებს ეძახიან“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრა იმართება.