ტრამპი სენატში იმპიჩმენტის საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას ითხოვს

0
206

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატში იმპიჩმენტის საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას ითხოვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ზე წერს.

„მას შემდეგ რაც დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში არ უზრუნველყვეს სათანადო განხილვა, ახლა მათ სურთ უკარნახონ სენატს, როგორ უნდა გაგრძელდეს ამ საკითხის განხილვა. რეალურად, მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და ვერც ექნებათ. მე დაუყოვნებლივ განხილვას ვითხოვ“, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, წარმომადგენელთა პალატაში, იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დროს, დემოკრატებმა რესპუბლიკელებისგან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს. დონალდ ტრამპს კონგრესმენებმა ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ იმპიჩმენტის საკითხს სენატი განიხილავს, რომელშიც რესპუბლიკელები უმრავლესობით არიან და შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის მხარდაჭერის შანსი პრაქტიკულად, ნულს უტოლდება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.