ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

0
222

ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ოთარ თავართქილაძე მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარი ინციდენტი ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება სამართალდამცველზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

“პაციენტის მდგომარეობაში გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი კონტაქტურია, მაგრამ ჯერჯერობით ის რჩება აპარატულ სუნთქვაზე, სამკურნალო-დაცვით ნარკოზში. ვაგრძელებთ რეანიმაციულ მკურნალობას, იმედია რომ უახლოეს მომავალში დინამიკა უფრო ხელჩასაჭიდი იქნება,” – განაცხადა ექიმმა.