ღვინის კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი ირაკლი ქადაგიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

0
2450

უმსხვილესი ღვინის კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია „ქართული ოცნების“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და კახეთის მოსახლეობას არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდებს.

გიორგი სალაყაია ირაკლი ქადაგიშვილის მიმართ მხარდაჭერის პოსტს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს.

„მაქვს პატივი და სურვილი საზოგადოდ გამოვხატო ჩემი და ჩემი დიდი ოჯახის ბადაგონი • Badagoni-ის მხარდაჭერა ირაკლი ქადაგიშვილის მიმართ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა მეღვინეს თუ მევენახეს, მეწარმეს თუ გლეხს, ფერმერსა თუ მუშას, პედაგოგსა თუ მსახიობს, ექიმსა თუ სნეულს, ყველა მორწმუნეს, ყველა დამსახურებულ პენსიონერს, მოხუცსა თუ უმწეოს, ჩვენს კახეთს, სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, სწორედ ირაკლი ქადაგიშვილი იქნება თქვენი სამართლიანი და ხმალამოღებული ხმა საქართველოს პარლამენტში. მე ნამდვილად არ მჩვევია პოსტების გამოქვეყნება, ვინაიდან ჩვენთვის საქმე და მისგან მიღებული შედეგია უმთავრესი. და აი, სწორედ დღეს გადავწყვიტე მოგიწოდოთ ყველა იმ ადამიანს რომელთა მხარდაჭერას ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი საქმიანობის ყოველ ნაბიჯზე, განსაცდელის თუ დიდი წარმატებების გზაზე, მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ პატიოსან, პატრიოტ, უდიდესი გამოცდილების, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ, საუკეთესო მეოჯახე, მორწმუნე, ქართველ პოლიტიკოსს“ – წერს კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი.