რუსულად იმიტომ ვიმღერე, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ – ბუბა კიკაბიძე

0
93

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე.

როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, იმღერა რუსულად, რადგან რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო.

„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხი რომ არის. ზარებმა დარეკეს, რომ ბუბა, რატომ იმღერე ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულადო, ვუთხარი, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე დღეს სიმღერა „თბილისო“, ქართულად და რუსულად შეასრულა.