ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

0
247

მეორე ოპერაცია, რომელიც ცოტნე გამსახურდიას უტარდებოდა, დასრულდა. სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, არჩილ ჯვარშეიშვილის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ჰემატომების ამოღება იყო.

„ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ოპერაციის ბოლოს ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს. ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში უკვე გამოიხატება მისი ტვინის დაზიანების ხარისხი და მისი შემდგომი მდგომარეობა, რა დასჭირდება და რა არა. მდგომარეობა არის მძიმე, შეიძლება ითქვას სტაბილურად მძიმე. როგორ განვითარდება არ ვიცით. ის უწყვეტი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს, ნებისმიერი გართულება შეიძლება განუვითარდეს. პაციენტი რეანიმაციაში დარჩება იმ დრომდე, ვიდრე მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება“, – განაცხადა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.