კახა კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ჩვენ არჩევნების შემდეგ ლოკდაუნის დაწესებას ვაპირებთ, სინამდვილეს არ შეესაბამება

0
71

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

„კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი აგზავნიან შეტყობინებებს, სადაც საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების შემდეგ „ლოქდაუნის“ დაწესებას ვაპირებთ. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანაირი ჩაკეტვა არ იგეგმება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი მიდგომები, როგორც გვაქვს დღეს”, – განაცხადა კალაძემ.

„ევროპული საქართველოს” განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს.