ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე მორიგი ე.წ. სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

0
235

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. ე.წ. სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, გატაცებული ექიმის გათავისუფლებისთვის ყველა პროცედურული წინაპირობა არსებობს.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.