ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
58

„ქართული ოცნების“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც, იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა.

მინდა, მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ – წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი.

მშვიდობისა და განვითარების გზით სვლა, რაც „ქართული ოცნების” მონაპოვარია, შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.