მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი პროცესის კლინიკაში გამართვას ითხოვს

0
329

 

ბრალდებული გამომიძიებლის ადვოკატი მარიანა ჩოლოიანის პროცესის კლინიკაში გამართვას ითხოვს. გაგი მოსიაშვილის თქმით, კლინიკაში მყოფი ჩოლოინიას მდგომარეობა მძიმეა და მედიკოსების განმარტებით, გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა პაციენტი ყურადღებას საჭიროებს.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ აღკვეთის ღონისძიება სამედიცინო დაწესებულებაში განიხილონ, რომ თავად ბრალდებულმაც შეძლოს მონაწილეობის მიღება“, – განუცხადა გაგი მოსიაშვილმა, რომელიც საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე სწორედ ამ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

მისივე თქმით, „მრავალტომიან საქმეში მხოლოდ ერთი განთქმითი ჩვენებაა“.

ბრალდების მხარე მოწმეებზე ზეწოლის საფრთხის არგუმენტით პატიმრობას ითხოვს.