ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა

0
220

ევროპის საბჭომ, რუსეთის ეკონომიკის განცალკევებული სექტორების წინააღმდეგ სანქციები 2020 წლის 31 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.

ბოლოს ბრუსელმა, რუსეთს სექტორული სანქციები მიმდინარე წლის ზაფხულში გაუხანგრძლივა. მას ვადა 2020 წლის 31 იანვარს უნდა გასვლოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ანტირუსული სანქციების გაუქმების დრო ჯერ არ მოსულა. მას მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა, რომელმაც პირობა დადო, რომ არ შეასუსტოს სანქციებით ზეწოლა რუსეთზე, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკავშირის მხრიდან ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მოქმედებს. გარდა ეკონომიკური სანქციებისა, აგრეთვე მოქმედებს ინდივიდუალური სანქციები რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს პაკეტი აგრეთვე ტრადიციულად, ნახევარი წლით გახანგრძლივდება.