ხვალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი გაიმართება

0
243

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დისკუსიების მეოთხე რაუნდი ხვალ გაიმართება.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, მათ უკვე წარმოადგინეს საკუთარი ინიციატივა და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.

“ჩვენ მივეცით მათ კიდევ ვადა, რაც თვითონ ითხოვეს და ველოდებით პასუხს. ან იქნებიან ადეკვატურები ან არაადეკვატურები. მე იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე ვითარებაში მაინც იოტისოდენად გაიღვიძებს მათი ადამიანობა და ქვეყანაზე ფიქრის კომპონენტი. ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი ჩემთვის პირადად, რათა იანვრიდან  ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ხვალინდელი შეხვედრა არ იქნება დასკვნითი და დიალოგის გაგრძელების გზები მოიძებნება.